7 ნოემბრის საქმეზე მოსამართლის აცილების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

7 ნოემბრის საქმეზე ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვახტანგ მრელაშვილმა არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მას საქმე არ აუცილებია. მისი განმარტებით, სააკაშვილის საქმე ჰქონდა დაწერილი და ორ საქმეს ერთდროულად ვერ წარუძღვებოდა. ადვოკატებმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან ერთად ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლეს აცილების შუამდგომლობით მიმართეს.
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ თქვენი ობიექტურობა ეჭვქვეშ დგას, რადგანაც საქმე თავის დროზე აიცილეთ და უპირატესობა არ მიანიჭეთ საქმეს, სადაც განიხილებოდა ამ შემთხვევაში გიგი უგულავას უკანონო პატიმრობის საქმე” , – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას პოზიცია გაიზიარეს დანარჩენმა ადვოკატებმაც. იზიარებდნენ თუ არა ბასილაიას პოზიციას – მოსამართლემ ბრალდებულებსაც მიმართა. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის აცილებას ეთანხმება. ვანო მერაბიშვილმა კი მოსამართლის კითხვა უპასუხოდ დატოვა, რადგან მას გადაწყვეტილი აქვს პროტესტის ნიშნად არ უპასუხოს მოსამართლის არცერთ დასმულ შეკითხვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები