ნეპალის პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ შეიძლება 10 ათასს გადააჭარბოს

ნეპალის მთავრობის მეთაური სუშილ კოირალა ვარაუდობს, რომ 25 აპრილს მომხდარი 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ შეიძლება 10 ათასს გადააჭარბოს. პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო აქტიური დახმარების აღმოჩენის თხიოვნით მიმართა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. თუ პრემიერ-მინისტრის ვარაუდი გამართლდა, ეს მიწისძვრა ნეპალის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი იქნება. 1934 წელს ამ ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას 8 500 ადამიანი ემსხვერპლა. 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულები მეზობელ ინდოეთშიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები