რუსეთში თვითმავალი საარტილერიო დანადგარი აფეთქდა

რუსეთის ქალაქ როსტოვთან თვითმავალი საარტილერიო დანადგარის აფეთქების შედეგად 3 სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ უწყების ინფორმაციით, ორმა სამხედრომ კონტუზია მიიღო, ხოლო ერთს ხელი დაუზიანდა. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამხედრო მანქანის აფეთქების მიზეზი მასში მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილი ხანძარი გახდა. ეკიპაჟმა საარტილერიო დანადგარი დროულად დატოვა და ის რამდენიმე წუთში აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები