„როსკომნადზორმა“ 10 უკრაინული ვებგვერდი დაბლოკა

„როსკომნადზორმა“ კიდევ 10 უკრაინული ვებგვერდი დაბლოკა, რომელიც, უწყების ინფორმაციით, „მემარჯვენე სექტორთან“ იყო დაკავშირებული. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
რუსეთის პროკურატურაში სააგენტოს განუცხადეს, რომ ეს რესურსები რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის მოწოდებისთვის დაიხურა. ვებგვერდების სახელს უწყებაში არ აკონკრეტებენ. რუსეთში ადრეც დაბლოკეს „მემარჯვენე სექტორთან“ დაკავშირებული საიტები. კერძოდ, დიხურა 13 გვერდი სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ში. კანონი საიტების ბლოკირების შესახებ ექსტრემიზმის მოწოდებისთვის ძალაში გასულ წელს შევიდა. ეს კანონი რუსულ ვებგვერდებსაც შეეხო – დაახლოებით ერთი თვის წინ პროკურატურამ სამი რუსული საიტი და ალექსეი ნავალნის ბლოგი დახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები