ბელგრადში, ფეხბურთის ფანატებთან მომხდარი შეტაკების შედეგად, ათობით პოლიციელი დაშავდა (ვიდეო)

სერბეთის დედაქალაქში ფეხბურთის ფანატებმა სტადიონი დაარბიეს. ჩხუბი და არეულობა სტადიონზე ჯერ კიდევ მატჩის დაწყების წინ მოხდა. სტადიონზე მყოფმა პოლიციელებმა ფანატების დაშოშმინება სცადეს, მაგრამ გულშემატკივრებმა სამართალდამცველებს ამოგლეჯილი სკამები და ფეიერვერკები დაუშინეს. სხვადახვა დაზიანება 30-დე პოლიციელმა მიიღო, რომლებიც ადგილობრივი „ცრვენა ზვეზდას“ და „პარტიზანის“ შეხვედრაზე წესრიგს იცავდნენ.
ზოგოერთ პოლიციელს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მაყურებლების დაშოშმინების შემდეგ მატჩი დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში ის მაინც შეწყდა – ფანატებმა ე.წ. ფაიერები აანთეს, რის გამოც სტადიონი ბოლში გაეხვა. სერბეთის პოლიციამ 30 ადამიანი დააკავა. გულშემატკივრებისა და პოლიციელებისგან განსვავებით ფეხბურთელები ზავზე შეთანხმდნენ. მატჩი ფრედ: 0-0 დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები