პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 5 წელიწადში შეიტანს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა ევროკავშირს, რომ ამ ორგანიზაციამ აღიაროს უკრაინის უფლება კავშირში გაწევრიანების შესახებ.
„მოვუწოდებ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს უკრაინელი ხალხის ევროინტეგრაციულ პროცესებს და აღიაროს, რომ უკრაინა, ისევე როგორც ნებისმერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს პატივს სცემს, მომავალში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ყველა აუცილებელი კრიტერიუმის შესრულების შემთხვევაში“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი მომდევნო 5 წლის განმავლობაში აპირებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას და განაცხადის შეტანისთვის ყველა საჭირო პირობის შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები