ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ „აფთერშოკები“ ფიქსირდება

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომლის მაგნიტუდა 7,9 იყო, რამდენიმე უფრო მცირე მიწისქვეშა ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი „აფთერშოკი“ 26 აპრილს მოხდა და მისი სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას შეადგენდა.
ორშაბათს ნეპალის და ინდოეთის საზღვარზე 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალის და ინდოეთის საზღვარზე იყო, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში. ბოლო მონაცემებით, 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად 4 100 – ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მთლიანად განადგურდა 1900- ზე მეტი სახლი და 4 200 ნაწილობრივ დაინგრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები