მოსკოვი – ბერლინის მოტოგარბენის მონაწილეები პოლონელმა მესაზღვრეებმა არ გაუშვეს

რუსული კლუბ „ღამის მგლების“ ბაიკერები, რომლებიც მოსკოვიდან ბერლინში მიდიოდნენ, პოლონელმა მესაზღვეებმა ტერესპოლის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე არ გაუშვეს. ბაიკერები 9 მაისს ბერლინში გეგმავდნენ ჩასვლას.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, პოლონურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ბელორუსიის მესაზღვეებს, რომ მოტოგარბენის მონაწილე ყველა სატრანსპორტო საშუალებას – 15 მოტოციკლს, ორ მსუბუქ ავტომანქანას და ერთ მირკოავტობუსს პოლონეთში შესვლაზე უარი ეთქვა.
„ღამის მგლები“, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირებით არიან ცნობილნი, გეგმავდნენ პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიასა და გერმანიაში ჩასვლას. ყველა აღნიშნულმა ქვეყანამ ბაიკერებს მათ ტერიტორიაზე გასვლაზე უარი უთხრა. ასევე ქალაქის ტერიტორიაზე მოტოგარბენის ჩატარებაზე რუს ბაიკერებს ბერლინის ხელისუფლებამაც უარი უთხრა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პოლონელი მესაზღვრეები უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ამოწმებენ საზღვარზე გადმოსვლის ყველა მსურველს, კერძოდ, ეკითხებიან მას ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლის მიზეზს. მათ რამდენიმე რუსი ბაიკერი პოლონეთის ტერიტორიაზე კვირასაც არ შეუშვეს იმ მიზეზით, რომ მათ სასტუმროები არ ჰქონდათ დაჯავშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები