უკრაინელმა დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ დიდი ბრიტანეთის დედოფალზე იხუმრა

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ ფეისბუქში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეზე იხუმრა, რომელიც უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში იყო გამოწყობილი. „აი ეს არის მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე. ის აგრესიულად განწყობილი ცინიკური ბენდერელია, დამსჯელი ბებია, ხუნტის ერთგული მომხრე. მისი ახალგაზრდობის საიდუმლოა – ის ყოველ დილას საუზმის დროს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკის თოთო ბავშვების სისხლს სვამს“, – დაწერა უმაღლესი რადას დეპუტატმა ფეისბუქის გვერდზე. ლიაშკოს ხუმრობა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სწორედ რუსი ჟურნალისტების მიმართ გამოთქვა ეს მოსაზრება უკრაინელმა დეპუტატმა რუსული მედიის მიერ უკრაინის მოვლენების გაყალბების კონტექსტში. „ეს ხუმრობა ნამდვილად ვერ დააახლოვებს უკრაინას ევროკავშირთან. თუ კიევმა იქ შესვლაზე ჯერ უარი არ თქვა, ალბათ თავის მოქმედებას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და ევროკავშირის ლიდერების მიმართ ასეთი თავხედობები არ დაუშვას“, – წერს სააგანტო „სპუტნიკი“. რუსული გამოცემა იხსენებს, რომ ლიაშკოს ადრეც გაუკეთებია დამცინავი კომენტარები უკრაინელი ჟურნალისტის ოლეს ბუზინას და რეგიონების პარტიის რამდენიმე წევრის დაღუპვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები