გიზო უგულავა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

უკრაინელი ჟურნალისტის ანდრეი მარუსოვის ინფორმაციით, უკრაინაში, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე გიზო უგულავა დაინიშნა. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა. „გიზო უგულავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქართველ მრჩეველთა ნახევრადფორმალურ ჯგუფში მუშაობდა. ისინი ჩვენი ანტიკორუფციული ბიუროსთვის ნორმატივებს შეიმუშავებენ“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი. უკრაინული გამოცემა „პროკურორსკაია პრავდა“ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ამ პოსტზე გიზო უგულავა განიხილებოდა, თუმცა მან კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო. საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე გიზო უგულავა, გარკვეული დროის განმავლობაში, თბილისის ყოფილი მერის – გიგი უგულავას ადვოკატიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები