ისლამისტებმა სირიაში ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს

ამბოხებული ისლამისტების კოალიციამ „ფატახის არმიამ“ (Army of Fatah), რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვის, იდლიბის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა „ქარმიდის“ დაკავების შესახებ განაცხადა.
სააგენტო“როიტერის“ ინფორმაციით, შეტევა ბაზაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზის ტერიტორიაზე ავტომობილი ააფეთქა, რომელშიც ბომბი იყი დამონტაჟებული.
„ჩვენ ბაზის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი გავაგზავნეთ, რომელშიც ორი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. ამის შემდეგ ბაზის დაკავება უფრო ადვილი გახდა“, – განუცხადა „როიტერს“ ამბოხებულების ერთ-ერთმა მეთაურმა შეიხ ხუსამ აბუ ბაკრმა.
თუ ამბოხებულები ბაზაზე კონტროლის შენარჩუნებას შეძლებენ, ისინი იქვე მდებარე ბაზა „მასტუმზე“ შეტევებს გაააქტიურებენ. ამ სამხედრო ობიექტის სიახლოვეს ბოლო რამდენიმე დღეა შეუპოვარი ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები