პაკისტანში ციკლონმა 45 ადამიანი იმსხვერპლა და ნეპალისკენ მიემართება

შტორმის და კოკისპირული წვიმების შედეგად პაკისტანში 45 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა. ამჟამად ციკლონი ნეპალისკენ მიემართება, რომელიც 2 დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. პაკისტანში წვიმამ და ქარმა უკვე ათობით სახლი დაანგრია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. შტორმი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს უახლოვდება. ამჟამად მიწისძვრით დაზარალებული რაიონების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მიმდინარეობა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აგზავნის. ციკლონმა ეს პროცესი შეიძლება გაართულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები