უკრაინის უმაღლესმა რადამ პუტინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა ვლადიმერ გროისმანმა ხელი მოაწერა დადგენილებას რუსეთის მოქალაქეების, მათ შროის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების რეკომენდაციის შესახებ. სიაში 35 ადამიანი მოხდა. უკრაინის რადა მოუწოდებს, ამ პირთა წინაარმდეგ სანქციები დააწესოს უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრების გამო. ვლადიმერ პუტინის გარდა სიაში მოხვდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდფრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, ასევე ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი და სხვა თანამდებობის პირები. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის უშიშროების საბჭომ დააანონსა იმ პირთა და კომპანიათა წინააღმდეგ სანქციების შემოღება, ვინც უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციაში არის დამნაშავე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები