იემენში შეიარაღებულ შეტაკებებს 20 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა

იემენში სამთავრობო ჯარებს და ამბოხებულებს შორის მორიგ შეტაკებებს 20 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა. ბრძოლა ქალაქ ტაიზში გაიმართა, სადაც დაპირისპირებულმა მხარეებმა არტილერია და ტანკები გამოიყენეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, მათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ სახლები სამიზნეებად იყო გამოყენებული. დაჭრილია ათობით ადამიანი. პარალელურად საუდის არაბეთისა და არაბული კოალიციის ჯარების მიერ ავიადარტყმების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. საჰაერო იერიშები მაინც გრძელდება, იმისდა მიუხედავად, რომ გასულ კვირას ერ-რიადმა იემენში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები