რიგის აეროპორტში განგაში გამოცხადდა

რიგის აეროპორტიდან ყველა მგზავრი და პერსონალის წარმომადგენელია ევაკუირებული. აეროპორტში დილით ადრე უცნობმა პირმა დარეკა და იქ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა. აეროპორტში გამნაღმველები გამოიძახეს, ხოლო ყველა თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. წელს აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარით გამოწვეული განგაში მეორედ ხდება. ანალოგიური შემთხვევა 9 იანვარს მელბურნის აეროპროტში მოხდა. მაშინაც აეროპორტში უცნობმა პირმა დარეკა, მაგრამ შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობა არ უპოვიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები