ნეპალში კომპანია Google-ის ტოპმენეჯერი დაიღუპა

კომპანია Google-ის მაღალი რანგის თანამდებობის პირი დენიელ ფრედინბურგი ევერესტის სიახლოვეს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ზვავის მიზეზი 25 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრა გახდა. ფრედინბურგი ევერესტზე უნდა ასულიყო, რათა Google-ის პოპულარიზაცია მოეხდინა. ის კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდა და Google X-ის ლაბორატორიაში კონფიდენციალურობაზე იყო პასუხისმგებელი.
7.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს დილით მოხდა. ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3200 ადამიანს შეადგენს, 6500 ადამიანი კი დაშავდა. მიწისძვრა მეზობელ ინდოეთშიც დაფიქსირდა, სადაც მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 50-დე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები