ნურსულთან ნაზარბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა და პარტია „ნურ ოტანის“ ხელმძღვანელმა ნურსულთან ნაზარბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. მან ამომრჩეველთა ხმების 97,7 პროცენტი მიიღო. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. კომისიის ინფორმაციით, ნაზარბაევის ძირითად კონკურენტებს: თურგუნ სიზდიკოვს და აბელგაზი კუსაინოვს 1,6 და 0,7-მა პროცენტმა მისცა ხმა. ასეთი დიდი უპირატესობა ნაზარბაევისთვის უჩვეულო არ არის – 1991 წელს მან 98,7% მიიღო, 2005 წელს – 91,15%, ხოლო 2011 წელს – 95%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები