“ბელორუსიიდან გაწვეულ უკრაინის ელჩს საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის საქმეზე ეძებენ”

ბელორუსიაში უკრაინის აწ უკვე ყოფილი ელჩი მიხეილ ეჟელი უკრაინის სამხედრო შეიარაღების გაფლანგვასა და მის მიზანმიმართულ განადგურებაშია ეჭვმიტანილი, ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელჩს, რომელიც უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ბელორუსიიდან რამდენიმე დღის წინ გაიწვია, 2005 და 2008 წლებში სართველოსთვის “ბუკ”-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის საქმეზეც ეძებენ. “მოხარული ვარ, რომ მისი გაწვევა მოხდა, დოკუმენტაცია მზადების პროცესშია”, – განაცხადა პოროშენკომ ჟურნალისტებთნ საუბრისას. აღსანიშნავია, რომ 2010- 2012 წლებში მიხეილ ეჟელი თავდაცვის მინისტრი იყო. 2013 წელს, ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში, ეჟელს 50-მდე მილიონი გრივნის გაფლანგვას ედავებოდნენთუმცა, 2015 წელს საგარეო საქმეთა სმაინისტროს ინიციატივით ეჟელი ბელორუსიაში უკრიანის საპატიო ელჩის სტატუსით გაიწვიეს. წყარო: “პრავდა. რუ”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები