ილია მეორე: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგორბარია. აღნიშნულის შესახებ ილია მეორემ დღეს ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად იქადაგა. მიტროპოლიტმა ტიხონმა კი, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პატრიარქს მადლობა გადაუხადა და პატრიარქის 1998 წლის ვიზიტი აშშ-ში გაიხსენა.
“მადლიერი ვარ თქვენი და თქვენი ეკლესიის, თბილი მიღების და სტუმართმოყვარეობის გამო. მადლიერი ვარ იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მიმართ ყოველთვის იჩენდით. მადლიერი ვარ იმ თბილი მოგონებებისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენს ვიზიტს აშშ-ში 1998 წელს, როცა წმინდა ტიხონის მონასტერში იმყოფებოდით, პენსილვანიაში, სადაც მე, როგორც ბერი, 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მადლიერი ვართ სიმდაბლით სავსე და შთაგონებული საქართველოს წმინდა ეკლესიის მოწამეობრივი გზით 2000 წლის განმავლობაში. მასშტაბი ამ მოწამეობისა განსაცვიფრებელია. დრო კვლავ და კვლავ, ჩვენ დროშიც კი გამოცდას უქვემდებარებდა ქართველი ხალხის რწმენას ქრისტეში – რწმენას ქრისტეს ჯვრისა და მისი აღდგომისა. მე წუხელ სასულიერო პირებთან ერთად მეტეხის ხიდის გასწვრივ ვსეირნობდი, სადაც 100 ათასი ქართველი მე-13 საუკუნეში ეწამა, რადგან მათ უარი თქვეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე.
საქართველოს ქრისტიანი მორწმუნეები, ქრისტეს ემსახურებოდნენ მაშინ, როცა ამქვეყნიური იმედი ამოწურული იყო. ქართველ ხალხს კლავდნენ, ქართულ ეკლესიებს ანადგურებდნენ, მაგრამ რწმენა ნარჩუნდებოდა, როგორც კლდე”, – ბრძანა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა. მიტროპოლიტი ამავე ქადაგებაში ამერიკულ მართლმადიდებლური ეკლესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ახალგაზრდა ეკლესიაა, რომელიც ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. “ძალიან ბევრი მორწმუნე ამერიკაში მართლმადილებელ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულია, რომელთაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ ჰქონიათ.
მათ ჩემს მსგავსად აღმოაჩინეს სიცოცხლე ქრისტეში, რაც საქართველოს ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში იცოდა, იცავდა და თაობიდან თაობას გადასცა”, – ბრძანა მიტროპოლიტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკელ სტუმარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი გადასცა, ხოლო ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია, ხელნაწერი წმინდა სახარება და წმინდა მოციქულ მთავარანგელოზის ეკლესიის ხატი აჩუქა.