შიომღვიმეში გამწვანების აქცია გაიმართა (ვიდეო, ფოტო)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა შიომღვიმეში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

აქცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „მწვანე მომავალი“ ფარგლებში ხორციელდება.

აქციის საინფორმაციო მხარდამჭერია პორტალი “კვირა”.

ეროვნული სატყეო სააგენტო გამწვანებული ტერიტორიის პატრონაჟს და მოვლას საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 70-მდე წიწვოვანი ჯიშის ხე დაირგო.

საინფორმაციო პორტალ “კვირას” კომერციული დირექტორის ანა ჩანგიანის თქმით, აღნიშნული აქციის აქტიური მხარდამჭერი პოლუნურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორი”, აზერბაიჯანული კულტურის სახლი “ახუნდოვ ჰაუსი” და კომპანია “ნიკორა” იყვნენ. როგორც ჩანგიანმა განაცხადა, დეკორატიული მცენარეების კომპანია “აგრომაქს დეკორი” მსგავს აქციაში მომავალშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

“გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, აქცია “მწვანე მომავალში” სიამოვნებით ჩაერთო პოლონურ-ქართული დეკორატიული მცენარეების კომპანია “აგრომაქს დეკორი” . აქციის ფარგლებში ორი წიწვოვანი ნერგი: კოლინკა და სტრიქტა დაირგო. კომპანიები, რომლებსაც ასევე მიიღეს აქციაში მონაწილეობა არიან: აზერბაიჯანული კულტურის სახლი ცენტრი “ახუნდოვის სახლი”, ასევე, “ნიკორა” და კლინიკა “დერმა”. თითოეული კომპანია მოხარულია, რომ მსგავს აქციაში მიიღო მონაწილეობა, რადგან გამწვანება დღეს ჯანსაღი გარემოს შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინდა აღვნიშნო, რომ პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორი” გეგმავს მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს მსგავსი ტიპის აქციაში და სპეციალურ ფასად შემოიტანოს ის მცენარეები, რომლებიც საინტერესო იქნება გამწვანების თვალსაზრისით”, – განაცხადა ანა ჩანგიანმა.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის „მწვანე მომავალი“ ფარგლებში, გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 250 000 სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო.

11100073_978484635508855_1758332090_n

11166098_978484628842189_2015342997_n

11179996_978484638842188_284831888_n

11181518_978484632175522_1467825654_o

11198581_978484642175521_498932357_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები