აშშ-ში სპეცსამსახურებმა 5 ტერაქტი აღკვეთეს
აშშ-ს ტერიტორიაზე სპეცსამსახურებმა 5 ტერაქტი აღკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტების სერიას აშშ-ში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ. “სიენენის” ინფორმაციით, ტერაქტები ქვეყნის ცენტრალურ აეროპორტებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ცენტრებში უნდა მომხდარიყო, სპეცსამსახურებმა მათი დროულად აღკვეთა შეძლეს.