ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 1800 -ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ კატმანდუში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში გუშინ დილით მოხდა. მსგავსი მიწისძვრა ბოლო 80 წლის მანძილზე არ მომხდარა.