ყაზახეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ყაზახეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც იყრის კენჭს. ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს ის 1991 წლიდან იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2016 წელს უნდა ჩატარებულიყო თუმცა, სახალხო კრების საბჭოს გადაწყვეტილებით არჩევნების გამართვა წელს გადაწყდა. არჩევნების სავარაუდო პასუხები ხვალისთვის გამოცხადდება.