ყაზახეთში ხვალ პრეზიდენტს აირჩევენ
ხვალ ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოსახლეობა არჩევანს სამ კანდიდატს შორის გააკეთებს. კანდიდატთა შორისაა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი. ის ქვეყნის პირველი პირის პოზიციას 1990 წლის აპრილიდან იკავებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ დარჩება, რადგან მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მაგალითისთვის, ნურსულთან ნაზარბაევმა 2011 წლის არჩევნებში ხმების 95% დააგროვა.