ნეპალში მყოფი რუს ალპინისტთა ჯგუფი კავშირზე არ გამოდის
ნეპალში მყოფი რუსეთის 15 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი კავშირზე არ გამოდის. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ჯგუფის წევრები სწორედ იმ ადგილებში იმყოფებოდნენ, სადაც ძლიერი მიწისძვრის შედეგად ზვავები ჩამოწვა.
რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის ინფორმაციით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ჯგუფი დაიკარგა. შესაძლოა, ჯგუფთან დაკავშირება მობილური კავშირის მუშაობის შეფერხების გამო ვერ ხერხდება, რაც ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძრვით არის გამოწვეული. როგორც ფედერაციაში ამბობენ, ალპინისტებს სატელიტური ტელეფონიც ჰქონდათ და ისინი ჯგუფის წევრებთან დაკავშირებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ნეპალის ტეტრიტორიაზე 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძრვამ ევერესტის მთის სიხლოვეს ზვავები გამოიწვია, რომელიც უცხოელი ალპინისტების დისლოკაციის ადგილას ჩამოწვა.