ნეპალში საქართველოდან წასული ტურისტული ჯგუფი იმყოფება
ნეპალში ამჟამად საქართველოდან წასული, 7-კაციანი ტურისტული ჯგუფი იმყოფება. „კურიერის“ ინფორმაციით, ჯგუფის წევრები თავიანთ ახლობლებს დაუკავშირდნენ. მათი თქმით, სტიქიის შედეგად არ დაშავებულან და კარგად არიან.
როგორც ტურისტული სააგენტო “კულტურ.ჯი”-ის წარმომადგენელმა, თამარ კენჭოშვილმა “კურიერთან” განაცხადა, ჯგუფის შემადგენლობაში ერთი უცხოეულია, ყველა დანარჩენი კი, საქართველოს მოქალაქეა.
“20 აპრილს გაემგზავრნენ. დღეს მესინჯერით დაგვიკავშირდნენ. მოგვწერეს ორი სიტყვით, რომ მიწისძვრა მოხდა, შუქი არ არის, კომუნიკაციები დარღვეულია, ჩვენ კარგად ვართო და შეგეხმიანებით ორ დღეშიო. 7-კაციანი ჯგუფია, აქედან 6 ქართველი, 1 – უცხოელია”, – განაცხადა თამარ კენჭოშვილმა.