სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავი ცეცხლმოკიდებული ძრავით დაჯდა (ვიდეო)

ათათურქის სახელობის სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავი დაჯდა, რომლის ძრავასაც ცეცხლი ეკიდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ეშვება თვითმფრინავი, რომელიც დაზინებული ტურბინით ასაფრენ ბილიკს ეხება და ნაპერწკლებს აფრქვევს.
თურქული მედიის ცნობით, შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი სტამბოლიდან მილანში მიფრინავდა, მაგრამ აფრენიდან რამდენიმე წუთში მის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო პილოტებმა აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები