რუსეთში მოცეკვავე გოგონებთან დაკავშირებით ახალი სკანდალი მწიფდება (ვიდეო)

ნოვოროსიისკის პროკურატურა ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით შემოწმებას ატარებს. „როსიისკაია გაზეტას“ ცნობით, 6 გოგონამ საკმაოდ გამომწვევი ცეკვა მეორე მოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის ფონზე შეასრულა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1942 წელს საბჭოთა არმია ნოვოროსიისკს გერმანული ჯარების შემოტევებისგან იცავდნენ.
როგორც გაირკვა, ცეკვა ნოვოროსიისკის ერთ-ერთი საცეკვაო სტუდიის გოგოებმა შეასრულეს. მათი თქმით, ეს ადგილი უბრალოდ მწვანე ბალახის გამო შეარჩიეს, ხოლო მემორიალს მათ ყურადღება არ მიაქციეს. ამ სკანდალის აგორების შემდეგ გოგოებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ბოდიში მოუხადეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ახეთივე სკანდალი ორენბურგში მოხდა, სადაც ფუტკრების ფორმებში ჩაცმულმა გოგოებმა ეროტიული ცეკვა შეასრულეს. ისიც სოციალურ ქსელებში მოხვდა და დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა იმ კლიპში აღვირახსნილობის ნიშნები დააფიქსირა. ამ სკანდალის შემდეგ ორენბურგის სტუდია, სადაც ცეკვა ჩაწერეს, დახურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები