ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 100-ს გადააჭარბა

ნეპალში 7,9 მაგნიტუსის მიწისძრვის შედეგად დაღუპულთა რიცხმა 100-ს გადააჭარბა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მიწისძვრა ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი ბევრად დიდი იქნება, ვინაიდან ნეპალის დედაქლაქ კატმანდუში ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანი რჩება.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ნეპალის დედაქლაქიდან 77 კილომეტრში მდებარეობდა. კატმანდუში მიწისძვრამ უძველესი კოშკი დაანგრია, რომელიც მე-18 საუკუნეში იყო აშენებული. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა კოშკში მიწისძვრის მომენტში, უცნობია. ის კატმანდუს ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა. კატმანდუში ათობით შენობა დაინგრა, აეროპორტი არ ფუნქციონორებს. მიწისძვრამ ევერესტზე ზვავების ჩამოწვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები