ოლანდი და პუტინი „მისტრალების“ პრობლემაზე ვერ შეთანხმდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ვერტმფრენმზიდ „მისტრალების“ მიწოდოების საკითხზე. მათი შეხვედრა ერევანში გაიმართა, სადაც სომხების გენოციდის 100-ე წლისთავი აღინიშნება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი რუსეთს „მისტრალებში“ გადახდილ 1 მილიარდ ევროს უკან დაუბრუნებს. საფრანგეთს ფულის დაბრუნება ვლადიმერ პუტინმა მოსთხოვა. მან აღნიშნა, რომ მას სხვა არანაირი პრეტენზია პარიზთან არა აქვს მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კონტრაქტი დაარღვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა „მისტრლების“ მიწოდების აღდგენის წინაპირობად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური მოგვარება დაასახელა.