„ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ფიზიკის მასწავლებელი გახდა
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროებითი ლიდერი ერაყელი, ყოფილი ფიზიკის მასწავლებელი აბუ ალა აფრი გახდა. ამის შესაზებ Newsweek იუწყება. ეს გადაწყვეტილება დაჯგუფების ხელმძღვანელობამ მას შემდგე მიიღო, რაც ყოფილმა ლიდერმა აბუ ბაკრ ალ ბაგდადიმ აშშ-ს ავიაციის დარტყმების შედეგად მძიმე ჭრილობები მიიღო. ალ ბაგდადის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თუ ის ვერ გადარჩა, ყოფილი მასწავლებელი ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ტერორისტული დაჯგუფების მუდმივი ლიდერი გახდება.
„ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც სირიის და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედებს. 2012 წლის შემდეგ ამ დაჯგუფებამ ორი ქვეყნის ტეროტირიის გარკვეული ნაწილი დაიკავა. დაჯგუფებას ბოლო დროს არაერთი სისხლიანი ტერორისტული შეტევა აქვს განხორციელებული.