“საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრზე თავდასხმა მოხდა

თბილისში, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თავდასხმა ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ექსპრეს ფილიალში მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა. მომხადრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები