რუსული მედია: პოროშენკო კვიტაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა

„ეს ეროვნული ჯანდაცის სისტემა კი არა, ეროვნული კატასტროფაა“, – ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ნაციონალური საბჭოს სხდომაზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით.
„პრავდა.რუ“- ს ცნობით, პოროშენკომ აღნიშნა, რომ არცერთ სფეროში სიტუაცია არ არის ასეთი მიშვებული, პრობლემური და კორუმპირებული.
რუსულ მედიაში უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რამდენიმე სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ. ბოლო დროს კი კრიტიკული გამონათქვამები უკრაინულ პრესაშიც გაჩნდა. კრიტიკის ქარცეცხლში განსაკუთრებით სწორედ ლადო კვიტაშვილი აღმოჩნდა. ამაზე უკრაინაში ანეკდოტიც კი დაწერეს: „უკრაინის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, უკრაინელ ექიმებს ქართულ ენაზე მომავალ რეფორმებზე უამბო. ყველა მას პირღია უსმენდა და მხოლოდ ბატონმა შოთამ გაიგო, რომ მინისტრი ხაჭაპურის დამზადების რეცეპტს ყვებოდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები