გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს

ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცების“ დაფუძნებიდან 13 წლის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, საქართველომ სუვერენული მართვის ბერკეტები, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა.

„პრაქტიკულად, ყველაფერი დაუქვემდებარა საკუთარ ნებას იმ ადმინისტრაციამ – მედია, მედიის თავისუფლება. რაც მთავარია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, მაგრამ რაც ყველაზე მტკივნეულია კიდევ დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. საბავშვო ბაღებიდან დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული.

ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ შეიძლება გამოსულიყვნენ, ის ადამიანები ექვემდებარებოდნენ სასტიკ რეპრესიას. ეს არის მმართველობა, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც სადისტური სისტემური მმართველობის პერიოდი.

„ქართული ოცნება“ ამ პერიოდში მოვიდა და თქვენ ხედავთ, სტაბილურობა არის შენარჩუნებული. მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, საქართველომ სუვერენული მართვის ბერკეტები, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა.
ჩვენ უკვე 2030 წლისთვის რეალურად ვიქნებით მზად იმისათვის, რათა ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ვინაიდან ეკონომიკური და პოლიტიკური სტანდარტი სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტთან.

ყველას უნდა, რომ ფლობდეს საქართველოში მართვის გასაღებს, ყველას უნდა, რომ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცალ ფეხზე მდგომი და ყურმოჭრილი ემსახურება, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები