დეკანოზმა გიორგი კალანდიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა

,,20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ყველა არასრულწლოვან მსჯავრდადებულს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სადღესასწაულო ნობათი – სანთლები, კვერცხი, პასკა და ტკბილეული გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააღდგომო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები