თეთრი სახლი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„განისვენე მშვიდობით, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს ის და ყველა, ვინც მას უყვარდა!“ – დაწერა სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, თეთრმა სახლმა გააზიარა პაპისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის შეხვედრის ფოტოები, რომელიც ფრენსის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე შედგა.

ვატიკანმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მიგრანტებთან, ლტოლვილებთან და პატიმრებთან დაკავშირებით “აზრთა გაცვლა” მოხდა.

„ჩემი გული უერთდება მილიონობით ქრისტიანის მთელ მსოფლიოში, ვისაც ის უყვარდა. ბედნიერი ვიყავი გუშინ მასთან შეხვედრით, თუმცა ის აშკარად ძალიან ავად იყო. მე მუდამ მემახსოვრება ის კოვიდის სულ პირველ დღეებში მისი ქადაგებებისთვის“,- განაცხადა ვენსმა.

ამასთან, რომის პაპის ხსოვნის პატივსაცემად, ტრამპმა ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შენობებზე დროშების ჩამოშვების ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები