ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო+ფოტო)

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდას მიაღწია.
როგორც “ბიბისი” იუწყება, სტიქიის შედეგად შენობების ნაწილი დაზიანდა, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი 31 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ ქვეყანაში, ინდოეთშიც იგრძნობოდა.

https://www.youtube.com/watch?v=iVBJXvBMTgw

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები