თურქეთის საგარეო უწყება – რუსეთზე უკეთესად სიტყვა „გენოციდის“ მნიშვნელობა არავინ იცის

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები სომხების გენოციდის შესახებ დაგმო. ანკარას არ მოეწონა, რომ ვლადიმერ პუტინმა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ ამბებს „გენოციდი“ უწოდა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მან პუტინს რამდენჯერმე სთხოვა ეს ტერმინი ამ მოვლენასთან დაკავშირებით არ გამოეყენებინა.
„თუ გავითვალისწინებთ მასობრივ დანაშაულს, გადასახლებებს, დახვრეტებს, რასაც საბჭოთა რუსეთი გასულ საუკუნეში ახორციელებდა კავკასიაში, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ვფიქრობთ მან უკეთესად იცის რა არის გენოციდი და როგორია მისი სამართლებრივი ფორმულირება“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი 24 აპრილს სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხების გენოციდის 100-წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. თავის გამოსვლაში პუტინმა სიტყვა „გენოციდი“ რამდენჯერმე გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები