უკრაინამ და ჩილემ უვიზო მიმოსვლაზე მოაწერეს ხელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა და ჩილეს ელჩმა უკრაინაში ხუად ედუარდ ეგიგურენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის და ჩილეს მოქალაქეებს ამ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ ყოფნა.
შეგახსნებთ, რომ უკრაინას, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც წელს რიგაში გაიმართება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ბრიუსელის მხრიდან მხარდაჭერის იმედი აქვს, ხოლო უშუალოდ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ევროპის ქვეყნებთან კიევი 2016 წლიდან გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები