იტალიაში „ალ-ქაიდას“ წევრები ვატიკანზე თავდასხმას ამზადებდნენ

იტალიის პოლიციამ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 18 პირი დააკავა. ისინი ვატიკანზე თავდასხმას აპირებდნენ. ამის შესახებ იტალიური პოლიციის წარმომადგენლები იტყობინებიან.
მათი ინფორმაციით, „ალ-ქაიდას“ წევრები ტერორისტულ შეტევებს თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით აპირებდნენ. ბოროტმოქმედების ქსელის გაშიფვრა მათი სატელეფონო საუბრების მოსმენის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პოლიციის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული, „ალ-ქაიდას“ ყოფილ ლიდერთან ოსამა ბენ ლადენთან პირდაპირ იყო დაკავშირებული, რომელიც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პაკისტანის ტერიტორიაზე მოკლეს. ამ ტერორისტებმა რამდენიმე თავდასხმა პაკისტანის ტერიტორიაზე მოაწყვეს და ტერორისტულ შეტევებს იტალიის გარდა ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები