მოსკოვში სომხური დროშებით 40 ავტომანქანა დააკავეს
მოსკოვის ჩრდილოეთით 40 მანქანაა დაკავებული, რომელთა მგზავრებს სროლაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ „იტარ ტასს“ სამართალდამცველი ორგანოებიდან შეატყობინეს. წინასწარი ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეები ლენინგრადის პროსპექტზე ავტოგარბენის მოწყობას აპირებდნენ. მანქანების უმეტესობაზე სომხეთის დროშები იყო აღმართული. ამასთანავე, ზოგიერთი ავტომობილიდან სროლა ისმოდა. ავტომობილები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის და შემოწმებისთვის დააკავეს. რუსეთის სომხური დიასპორა, ამ გზით, სავარაუდოდ, სომეხთა გენოციდის 100-ე წლისთავის აღნიშვნას გეგმავდა.