ერდოღანმა გენოციდის 100 წელთან დაკავშირებით სომხებს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სომხებს ოსმალეთის იმპერიის მიერ გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა. თურქეთის პრეზიდენტის წერილობითი მიმართვა სტამბოლში სომხეთის ავტოკეფალური ეკლესიის მიერ ჩატარებულ ლიტურგიაზე გახმოვანდა.
„ჩვენ – ყველამ ვიცით სამწუხარო მოვლენები, რომლებიც სომხებმა წარსულში გადაიტანეს. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. გვსურს იცოდეთ – ჩვენი გულები ოსმალელი სომხების შთამომავლებისთვის გახსნილია“, – განაცხადა მან.
1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის დროს 1 მილიონ 500 ათასი ადამიანი დაიღუპა. ანკარა გენოციდს დღემდე არ აღიარებს და მსხვერპლს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ ადამიანებს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები