ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც ოსმალეთის იმპერიაში 100 წლის წინ მომხდარი სომხების გენოციდის ხსოვნის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის დროს პუტინი სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან და საფრანგეთის ლიდერთან ფრანსუა ოლანდთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. კრემლში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მოსკოვსა და პარიზს შორის უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე აზრთა გაცვლას, მინსკის შეთანხმებების შესრულებას და მოლაპარაკებას „მისტრალების“ გარშემო არსებულ მდგომარეობაზე.
სომხეთი წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ გენოციდის დროს დაღუპულებს იხსენებს. ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში დაპატიჟებულნი არიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები