გერმანიის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდი უწოდა
ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ მკვლელობას გერმანიის პრეზიდენტმა გენოციდი უწოდა. იოახიმ გაუკმა აღნიშნული განცხადება გერმანიის ბუნდესტაგში დებატების დაწყებამდე გააკეთა.
“სომხების ბედი ისტორიაში ჩანს, როგორც მაგალითი მასობრივი განადგურების, ეთნიკური წმენდის, დეპორტაციისა და დიახ, გენოციდის, რომელიც მე-20 საუკუნეში ამგვარი საშინელი გზით მოხდა” ,– აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
გაუკის თქმით, გერმანელებს, რიგ შემთხვევაში თანამონაწილეობის კუთხით, ,გარკვეული სახის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მოკავშირე სწორედ გერმანია იყო.
სომხების მკვლელობის ასი წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბარაკ ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტს განცხადებაში სიტყვა გენოციდი არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ 1915 წელს მომხდარი მოვლენა დიდი დანაშაული და ადამიანების მასობრივი დახოცვა იყო.