აშშ-ის თავდაცვის მდივანი – რუსი ჰაკერები პენტაგონის არასაიდუმლო ქსელს დაესხნენ თავს
პენტაგონში რუსი ჰაკერების მიერ თავდასხმაზე საუბრობენ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში რუსი ჰაკერები პენტაგონის არასაიდუმლო ქსელს დაესხნენ თავს.
კარტერის თქმით, თავდაცვის უწყებამ თავდამსხმელების იდენტიფიცირება და ქსელიდან განდევნა 24 საათში შეეძლო.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პენტაგონი მსგავსი თავდასხმების მოსაგერიებლად ნებისმიერ კიბერიარაღს გამოიყენებს.
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ფიქრობენ, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლა აშშ-ის ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს.