ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებას შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაიმიჯნა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაურის განცხადებით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების, ერთი მხრივ, დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნასა და, მეორე მხრივ, გასაღებას შორის გაიმიჯნა.
გომელაურის განცხადებითვე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა და ტარებაზე სასჯელი შემცირდა, ხოლო მის გამსაღებელზე კვლავ მაღალი სასჯელი მოქმედებს.
ამის შესახებ შს მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კოდექსში ცვლილება შევიდა. გამსაღებელი 260-ე მუხლს გამოაკლდა და აქედან გამომდინარე, შეძენაზე და ტარებაზე სასჯელმა დაიწია, ხოლო ცალკე გამსაღებელზე ისევ მაღალი სასჯელია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლში შევიდა, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული ნივთიერების წარმოება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვისათვის 6 წლამდე, ხოლო გასაღებისათვის – 6 დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.