ყირგიზეთში სამხედრო აღლუმი 9 მაისის ნაცვლად 7 მაისს ჩატარდება

გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ყირგიზეთში 9 მაისის ნაცვლად 7 მაისს გაიმართება. ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი 9 მაისს მოსკოვში დაესწრება სამხედრო აღლუმს.
„იგეგმებოდა, რომ სამხედრო აღლუმს 9 მაისს ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჩაიბარებდა, თუმცა შეიარაღებული ძალების მეთაურობამ მოითხოვა, რომ ის ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩაიბაროს“, – განუცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა „იტარ-ტასს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები