აშშ ისრაელს უახლეს ავიაგამანადგურებელ F-35-ს მიაწვდის
მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს ახალი თაობის ავიაგამანადგურებელ F-35-ს მიაწვდის. ამის შესახებ „როიტერის“ ცნობით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამ ნაბიჯით ამერიკა დაეხმარება თავის მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო უპირატესობა შეინარჩუნოს.
ამის შემდეგ ისრაელი რეგიონის ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომლის საჰაერო ძალებს მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი ეყოლება.
2010 წელს ისრაელი აშშ-თან 19 ერთეული F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენის შესახებ შეთანხმდა. მიმდინარე წლის თებერვალში შეერთებულ შტატებთან კიდევ 14 ამ ტიპის თვითმფრინავის შეძენის შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული.