სომხურმა ეკლესიამ მილიონნახევარი ადამიანი წმინდანად შერაცხა
სომხურმა ეკლესიამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მასობრივი ხოცვისას დაღუპული მილიონნახევარი ადამიანი გუშინ წმინდანად შერაცხა. წმინდანად შერაცხვის ცერემონია სომხეთის ეჩმიაძინის სახელობის ტაძარში გაიმართა.
როგორც სომხური ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, არქიეპისკოპოსმა პარგევმა „დოიჩე ველესთან” საუბარში აღნიშნა, ეს ადამიანები წმინდანად შერაცხვის ღირსები იყვნენ, რადგან, მისი თქმით, ისინი რწმენასა და სამშობლოს შეეწირნენ.
წმინდანად შერაცხვის რიტუალი სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ აღასრულა.
ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ესწრებოდა.