თალიბები ავღანეთში „გაზაფხულის შეტევას“ აანონსებენ
ავღანეთის რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ „გაზაფხულის შეტევას“ აანონსებს. თალიბებმა ეს განცხადება ელექტრონული ფოსტით გაავრცელეს. თალიბების თქმით, თუ უცხოელ ოკუპანტებს ბრძოლისგან თავის არიდება სურთ, ისინი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ. ამასთანავე, თალიბები ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის დაუშვებლობაზე საუბრობენ. 2014 წლის დეკემბერში „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიხულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ავღანეთში დამარცხდნენ. 2015 წლის 1 იანვრიდან ნატომ ავღანეთში არასაბრძოლო მისია დაიწყო. 12 ათასი სამხედრო ადილობრივ პოლიციას და არმიას გაწვრთნის „თალიბებთან“ საბრძოლველად. ამ შემადგენლობიდან 9 ათასი ჯარისკაცი ამერიკელია.